თვაური ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩს განსჯის

თვაური ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მატჩს განსჯის
პორტუგალიის ქალაქ მატუსინიუშში დღემ მთავრდება ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირს ნეიტრალური მსაჯის სტატუსით ემსახურება ქართველი არბიტრი კირილე თვაური.
 
შეჯიბრების ბოლო დღეს თვაურს ფიბას სამსაჯო დეპარტამენტმა ნდობა გამოუცხადა და მესამე ადგილისთვის მატჩის, პორტუგალია – ხორვატიის განსჯა ანდო.
 
ეს ზაფხული წარმატებული გამოდგა ქართველი არბიტრისთვის: მან ჯერ თბილისში გამართულ ევროპის 20-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ფინალი იმსაჯა, შემდეგ რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში ევროპის 18-წლამდე ვაჯთა ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) ნახევარფინალი. საზაფხულო სეზონს კი ზემოაღნიშნული ბრინჯაოს მატჩით დაასრულებს.