მოახლოვდა სანაკრებო მატჩები, თუმცა არ ჩერდება ქალთა ევროტურნირები. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებთან ერთად იმართება ევრობასკეტ 2029-ის წინა-საკვალიფიკაციო თამაშები. სწორედ ამ ტურნირის შეხვედრას მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება ქართველი არბიტრი, კირილე თვაური, რომელიც ასევე დაკავებული იქნება ამ პერიოდში დაგეგმილ ქალთა ევროტურნირების პლეი ოფის თამაშებზე.
18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თვაური მთლიანობაში 3 შეხვედრას მოემსახურება და 2 მათგანში მთავარი მსაჯი იქნება. 18 თებერვალს ის ქალთა ევროლიგის პლეი ინის მატჩ მოემსახურება ჩეხეთში, სადაც უსკ პრაღა ესპანურ სარაგოსას უმასპინძლებს. 26 თებერვალს კირილე ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალზე მთავარი მსაჯი იქნება. მესამე შეხვედრა, რომელსაც თვაური მთავარი მსაჯის ამპლუაში მოემსახურება, 2 მარტს ბაქოში დაგეგმილი ევრობასკეტ 2029-ის წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩია, რომელშიც აზერბაიჯანი ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ თვაური იქნება მესამე ქართველი, რომელიც ევროპის საკლუბო თასების ამ ეტაპზე იმუშავებს. აქამდე
ნახევარფინალის მატჩებს მსაჯი მაკა კუპატაძე (ქალთა ევროლიგა, ქალთა ევროპის თასი) და კომისარი მერაბ რატიშვილი (ფიბა ევროპის თასი, ქალთა ევროპის თასი) მომსახურებიან.
კირილე თვაურის ევროგანრიგი
18 თებერვალი. ქალთა ევროლიგის ფლეი ინი. პრაღა (ჩეხეთი)
უსკ პრაღა (ჩეხეთი) – სარაგოსა (ესპანეთი)
26 თებერვალი. ქალთა ევროპის თასის ნახევარფინალი. ლატე (საფრანგეთი)
ბასკეტ ლატე (საფრანგეთი) – მერსინი (თურქეთი)
2 მარტი. ევრობასკეტ-2029 წინა-საკვალიფიკაციო მატჩი. ბაქო (აზერბაიჯანი)
აზერბაიჯანი – ჩრდილოეთ მაკედონია