ევრობასკეტ-2025-ის სანაკრებო მატჩებამდე ქალების ჯერია. ქალთა ევრობასკეტისთვის საკვალიფიკაციო მატჩები ამ კვირაში იმართება და არც ეს ამბები ჩაივლის ქართველის გარეშე. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი ერთ-ერთი ფავორიტის, სერბეთის მატჩზე იმუშავებს. სერბები პორტუგალიას უმასპინძლებენ და ამ მატჩის ტექნიკური დელეგატი (სანაკრებო მატჩებზე კომისრის ფუნქციების განვრცობილად შემსრულებელს ტექნიკური დელეგატი ეწოდება) მერაბ რატიშვილი იქნება. შეხვედრა 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.
ქალთა სანაკრებო ბატალიებს არანაირად არ უშლის ხელს ვაჟთა საკლუბო ტურნირები, რომლებიც ჩვეულ რიტმში გრძელდება. დღეს, ფიბა ევროპის თასზე, თურქეთის ქალაქ ბურსაში “თოფაში” კვიპროსის აეკ ლარნაკას უმასპინძლებს და ამ მატჩის ერთ-ერთი არბიტრი კირილე თვაური იქნება.
მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
7 ნოემბერი. ბელგრადი (სერბეთი). ქალთა ევრობასკეტ-2025-ის შესარჩევი მატჩი.
სერბეთი – პორტუგალია
კირილე თვაური (მსაჯი)
6 ნოემბერი. ბურსა (თურქეთი). ფიბა ევროპის თასი.
თოფაში (ბურსა, თურქეთი) – აეკ (ლარნაკა, კვიპროსი)