საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ტიფლის ტექსტილი” ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა

“ტიფლის ტექსტილი” ეროვნული ნაკრების პარტნიორი გახდა

კომპანია „ტიფლის ტექსტილი“ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების  პარტნიორი გახდა. აღნიშნული კომპანიის ფაბრიკა არის მაღალტექნოლოგიური ინვენტარით აღჭურვილი და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ყველა სახის წინდებს. „ტიფლის ტექსტილი“ საქართველოს ნაკრებს სპორტული წინდებით მოამარაგებს. თანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე „ტიფლის ტექსტილის“ ფაბრიკაში გაფორმდა.

სანამ დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, „ტიფლის ტექსტილის“ დირექტორმა, გიორგი გაჩეჩილაძემ სტუმრებს ფაბრიკა და სამუშაო პროცესი დაათვალიერებინა. ფაბრიკას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ნაკრების მოთამაშეები – აკაკი დვალიშვილი და ნიკა დარბაიძე ესტუმრნენ.

ფაბრიკის დათვალიერების შემდეგ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა და „ტიფლის ტექსტილის“ დირექტორმა – გიორგი გაჩეჩილაძემ მოაწერეს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გაჩეჩილაძეს ეროვნული ნაკრების მაისური და მოთამაშეთა ხელმოწერებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრა.