ტორინ გრინი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ტორინ გრინი კარიერას თურქეთში გააგრძელებს

ქართული პასპორტის მქონე ტორინ გრინმა, რომელმაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 2010 წლის საკვალიფიკაციო ციკლში ითამაშა, გუნდი გამოიცვალა. გრინი ესპანური პრიმერადივიზიონის აუტსაიდერ „გრან კანარიაში“ კიდევ ერთ ქართულპასპორტიან ამერიკელთან, მარკიზ ჰეინსთან ერთად თამაშობდა. გრინს ბოლო მატჩებში თამაში არ უწევდა, მანამდეც, ის მცირე ხნით გაჰყავდა მწვრთნელს მოედანზე და კალათბურთელმაც გუნდის დატოვება ისურვა. მწვრთნელ პედრო მარტინესთან მოლაპარაკების შემდეგ ტორინ გრინი თურქული სუპერლიგის გუნდ „თოფაზში“ გადავიდა. „თოფაში“ თურქეთის ჩემპიონატში მე–7 ადგილზეა. გრინის ახალ გუნდს 10 მოგება და 7 მარცხი აქვს.
 

ბურთით ტორინ გრინი