ტორინ გრინის 13 ევროქულა

ტორინ გრინის 13 ევროქულა

ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე 2 ქართულპასპორტიანი ამერიკელიდან ერთმა, ტაირონ ელისმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა. ეს მისია ელისის “ესტუდიანტესმა” ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გასვლითი გამარჯვებით მოიპოვა. “ესტუდიანტესი” სტუმრად ჩეხურ “ნიმბრუკს” ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში   – 88:86 იმარჯვა.
ტაირონს ბევრი არ უთამაშია. იგი მგოლოდ 8 წუთით გავიდა მოედანზე და საბოლოოდ 5 ქულას დასჯერდა. ელისმა 1-დან 1 ორქულინი ჩააგდო, ხოლო 4 სამიანიდან მისმა ერთმა სროლამ მიაღწია მიზანს.
4 მოგებითა და 1 მარცხით “ესტუდიანტესი” K ჯგუფში პირველ ადგილს იყოფს იტალიურ “კასერტასთან”. I ჯგუფში მესამე ადგილზეა ტორინ გრინის “გრან კანარია”, რომელმაც ამ ტურში შინ ყაზანის “უნიქსი” დაძაბულ ბრძოლაში 76:73 დაამარცხა.

უტევს ტორინ გრინი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. გრინმა მოედანზე გატარებულ 21,23 წუთში 13 ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ტორინმა 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 ორიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას თავის გუნდში შედეგიანობაში მხოლოდ ჯეისი კეროლმა აჯობა, რომელმაც 16 ქულა მოინაგრა.
ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა ასევე ესპანურმა “კახასომა”, სადაც 17 წლის ქართველი ბექა ბურჯანაძე ირიცხება, თუმცა ამ ტური სევილიელებმა “პანელინიოსი” რომ დაამარცხეს, ახალგაზრდა ქართველი განაცხადში არ ყოფილა.