ტორინ გრინმა “თოფაშს” მოაგებინა

ტორინ გრინმა “თოფაშს” მოაგებინა

ტორინ შესანიშნავად ითამაშა თავის ახალ გუნდში. საქართველოს ნაკრების ამერიკელი წევრი უთამაშებლობის გამო ესპანური „გრან კანარიიდან“ თურქულ „თოფაშში“ გადავიდა, სადაც სადებიუტო მატჩში სათანადოდ ვერ გასარჯა. მორიგ შეხვედრაში კი გრინმა დამაჯერებლად ითამაშა.
 
„თოფაში“ სტუმრად „ოლინს“ შეხვდა და 77:68 გაიმარჯვა, რაშიც გრინის წვლილი დიდია. ტორინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 12 ქულა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მან 3–დან 2 ორქულიანი, 7–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გრინზე 9 ქულით მეტი– 21 ქულა მოაგროვა მისმა თანაგუნდელმა იურიცა ჟუჟამ, თუმცა საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით ქართულპასპორტიანი კალათბურთელი საუკეთესო იყო.
 
11 მოგებითა და 8 წაგებით „თიფაში“ ცხრილში მე–7 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 3 მარტს, გრინის გუნდი „ბანვითს“ უმასპინძლებს.