ტორინ გრინს თურქულ დებიუტში არ გაუმართლა

ტორინ გრინის დებიუტი თურქულ სუპერლიგაში. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ბურსას „თოფაშში“ პირველი მატჩი ჩაატარა, მაგრამ – უიღბლოდ. გრინის გუნდი შინ „ალიაღა პეტკიმთან” 65:74 დამარცხდა, ბურსელთა დებიუტანტმა კი 1 ქულა და 2 პასი მოაგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
ტორინ გრინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. მან უხეიროდ ესროლა თამაშიდან: 7 სამქულიანიდან და 2 ორიანიდან მიზანში ვერც ერთი ვერ გაარტყა. გრინმა ერთადერთი ქულა საჯარიმოს ხაზიდან მოიპოვა, როცა ორი ტყორცნიდან ერთი ჩააგდო.
10 მოგებითა და 8 მარცხით „თოფაში“ მე-6 ადგილზე იმყოფება.