ტრევიზოს კემპი ქართული დერბით დაიწყო

ტრევიზოს კემპი ქართული დერბით დაიწყო

მსოფლიოში განთქმული საკალათბურთო ტალანტების კემპი დღეს იტალიის ქალაქ ტრევიზოში დაიწყო.  პირველსავე დღეს ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. ერთმანეთის წინაში თორნიკე შენგელია და ნიკა მეტრეველი წარსდგნენ.
 შენგელია მე-4 ნომრის მქონე გუნდში მოხვდა, რომელმაც პირველ გუნდს, სადაც მეტრეველიც ირიცხებოდა, 73:60 სძლია. ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში არცერთი ყოფილა. თირნიკემ მოედანზე 20 წუთი გაატარა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.
 შენგელიამ 7-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.
 რაც შეეხება მეტრეველს, მან 13 წუთში 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.
 დღეს გამართული მატჩებიდან საუკეთესო კალათბურთელები შეირჩნენ და დღის ბოლოს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში 70:45 იმარჯვეს. საუკეთესოთა კრებულში ქართველი კალათბურთელები ვერ მოხვდნენ.
ტრევიზოს კემპი კიდევ 2 დღეს გაგრძელდება და 12 ივნისს დასრულდება.