წინასამატჩო პრესკონფერენცია

ფინალური სერიის პირველი მატჩის დაწყებამდე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც გუნდებმა წინასამატჩო კომენტარები გააკეთეს.

წინასამატჩო პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): ერთი კვირაა, რაც დავამთავრეთ ნახევარფინალები, იყო პატარა პრობლემები, მაგრამ ბოლო ოთხი დღეა სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. რა იქნება და როგორ, ამას თამაში გვიჩვენებს.
გეორგის კეცელიდისი(შსს აკადემია):  მადლობა ჟურნალისტებს იმისთვის, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ერთად ვსხდებით  თამაშის შემდეგ და ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს. გახარებულები ვართ, რომ ფინალში გავედით. რაც შეეხება თამაშებს, დაწმუნებული ვარ კარგი თამაშები იქნება და ვეცდებით, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები.  პირადად ჩემთვის  სასიხარულოა, როგორც მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემთვის პირველი ფინალია; ფინალური მატჩებით დამტკიცდება, რომ სათამაშო დონე გაზრდილია სუპერლიგაში, ასე რომ მაყურებელი აუცილებლად უნდა დაესწროს ამ შეხვედრებს.