ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატის პირველი მატჩი ქართველების დახმარებით მოიგო

ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატის პირველი მატჩი ქართველების დახმარებით მოიგო

ყატარის ჩემპიონატის პირველ ტურში დოჰას “ან შამალმა” “ყატარ ქლაბს” 81:75 მოუგო. ეს შედეგი ქართველ ქომაგს იმიტომ აინტერესებს, რომ გამარჯვებული გუნდის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი იცავენ.

“ალ შამალში” 7 კალათბურთელია, პირველ მატჩში კი ყველამ ითამაშა, ქართველებმა კი შეუცვლელად – 40-40 წუთი დაყვეს მოედანზე. ცინცაძემ 40 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ბერიშვილს, მისი მონაგარი 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3-ჯერ შეცდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“ალ შამალს” მომდევნო მატჩს 25 დეკემბერს, სტუმრად, “ალ არაბისთან” ელის.