ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა

ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა

4-მატჩიანი უქმობის შემდეგ გიორგი ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა. ყატარის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ცენტრაულ მატჩში ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” კონკურენტ “ალ სადს” ესტუმრა და 78:95 დამარცხდა. 

გიორგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ბერიშვილს, ის გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა.

16 ტურის თავზე სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა შექმნილი. “ალ სადს”, “ალ შამალსა” და “ყატარს” 12-12 გამარჯვება აქვთ და პირველ-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.