ცინცაძე ფინალს შედეგიანად უახლოვდება

ცინცაძე ფინალს შედეგიანად უახლოვდება

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩი მოიგო. კიეველებმა „გალიჩინას“ უმასპინძლეს და პირველი შეხვედრის მსგავსად გამარჯვებას მიაღწიეს – 77:67. „ბუდიველნიკი“ სერიაში 2:0 იგებს და ფინალში გასასვლელალად კიდევ 2 გამარჯვა სჭირდება.
 
ქართველი ლეგიონერი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ცინცაძე მოედანზე მყოფთაგან მხოლოდ თანაგუნდელ ლეო ლაიონსს ჩამორჩა. ამერიკელი ლეგიონერის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 21 ერთეული შეადგინა, ხოლო ქართველისამ – 19.
 

 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27,38 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ამერიკელმა ლეო ლაიონსმა თავი 17 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა.
 
სერიის მესამე მატჩი ლვოვში, 1 აპრილს გაიმართება.