ცინცაძე პლეი ოფის პირველ მატჩში გამოირჩა

ცინცაძე პლეი ოფის პირველ მატჩში გამოირჩა

გიორგი ცინცაძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც კიევის „ბუდიველნიკს“ უკრაინის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩი „გოვერლა“ დაამარცხებინა. დედაქალაქელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ივანო-ფრანკოვსკის გუნდმა, თუმც საბოლოოდ ცინცაძის გუნდმა მაინც იმარჯვა – 85:82.
 
„ბუდიველნიკს“ საკმაოდ გაუჭირდა. ივანო-ფრანკოვსკის გუნდმა დედაქალაქელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მატჩის ბოლოს სამქულიან რომ ჩაეგდო, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.
 

 
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ცინცაძე ძირითადად შეტევების ორგანიზებით იყო დაკავებული და საბოლოოდ მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი, 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება ქულებს, გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე შეფარდებით ესროლა სამიანებიც. ცინცაძემ 2 საჯარიმო ააცილა და საბოლოოდ 5 ქულას დასჯერდა.
 
ძალიან საინტერესო იყო სტატისტიკის ის მონაკვეთი, სადაც მოედანზე კონკრეტული მოთამაშის ყოფნისას მიმდინარე ანგარიში ითვლება. იმ 26 წუთში, რაც ცინცაძე მოედანზე იმყოფებოდა, „ბუდიველნიკმა“ მეტოქეს 22 ქულით მოუგო. ქართველი გამთამაშებლის შემდეგ ამ მაჩვენებლით კიეველთაგან დენიელ კიკერტი (+11) მოდის. ამით კარგად ჩანს ცინცაძის სარგებლიანობა და შეიძლება ითქვას, რომ მისი წვლილი კიეველთა წარმატებაში უმნიშვნელოვანესია.
 
მეოთხედფინალური სერია 4 გამარჯვებამდეა. მომდევნო მატჩი კვლავ კიევში, 10 აპრილს გაიმართება.