ცინცაძე “როკს” “კალევის” დამარცხებაში დაეხმარა

ცინცაძე “როკს” “კალევის” დამარცხებაში დაეხმარა

გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკს“, რომელიც ბალტიის ლიგაში ლიდერობს, შიდაჩემპიონატში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა. ტარტუელთა მეტოქე მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებელი, 7–დან 7 გამარჯვების მქონე „კალევ–კრამო“ გახლდათ. დაძაბულ ბრძოლაში „როკერებმა“ მინიმალური სხვაობით – 72:71 გაიმარჯვეს და წაგებების მხრივ ლიდერ ტალინელებს გაუთანაბრდნენ.
 
გიორგი ცინცაძე გასულ მატჩებში შედარებით ინერტული გახლდათ, თუმცა ტალინელებთან შეხვედრაში დამაჯერებლად ითამაშა და თავისიანებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ქართველი გამთამაშებელი მოედანზე 22 წუთით გამოჩნდა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ცინცაძემ 3–დან 1 ოქრულიანი ჩააგდო და სამიანების ამ შედეგიანობით ესროლა. საჯარიმოს ხაზიდან გიორგინ 8 ცდიდან 5 სროლა გამოიყენა და საბოლოოდ 10 ქულას მოუყარა თავი.
 
„კალევსა“ და კრამოს თითო დამარცხება აქვთ, თუმცა ტალინელებს 2 მატჩით მეტი აქვთ გამართული და ამის წყალობით ლიდერობენ. ესტონეთის ჩემპიონატში „როკი“ მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს „ვორუს“ წინააღმდეგ გამართავს.