ცინცაძე საბერძნეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა

გიორგი ცინცაძისთვის საბერძნეთის სათასო ოდისეა დასრულდა. მისი „ტრიკალა“ თასის გათამაშებას გამოეთიშა.
სალონიკის “პაოკ”-თან გასვლით შეხვედრაში, ტრიკალელები 83:89 დამარცხდნენ, ცინცაძის ანგარიშზე კი ერთადერთი ქულა იყო.
ქართველი კალათბურთელის კლუბი საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ათენის აეკ-ს ეთამაშება და ეს მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.
           

ბურთითაა გიორგი ცინცაძე