ცინცაძემ “ბუდეველნიკში” საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ცინცაძემ “ბუდეველნიკში” საუკეთესო მატჩი ჩაატარა

გიორგი ცინცაძის საუკეთესო მატჩი „ბუდიველნიკში“. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში 11 ქულა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა ეს შედეგი მესამე ტურამდე სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერ „ხიმიკთან’ აჩვენა.
 

 
ცინცაძე მიმდინარე სეზონში პირველად იყო სასტარტო ხუთეულში. ქართველმა უკანახაზელმა 25 წუთი ითამაშა და 7 ორქულინიდან 4 ორიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან „ქიმიკოსთა“ კალათში 3 მოათავსა. ცინცაძე კიეველთა შორის შედეგიანობით მეორე იყო. მატჩუის საუკეთესო მოთამაშე ბუდეველნიკელი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა.
 
რაც შეეხება მატჩის შედეგს, შეხვედრა „ბუდეველნიკის“ გამარჯვებით, ანგარიშით 77:71 დასრულდა და ცინცაძის გუნდი კვლავ დაუმარცხებელი დარჩა. კიეველთა დარად დაუმარცხებელია და 3 მოგება აქვს „ფეროს“. უკრაინის სუპერლიგას სწორედ ეს 2 გუნდი ლიდერობს. მომდევნო მატჩს „ბუდეველნიკი“ 12 ოქტომბერს, „გოვერლასთან“ გამართავს.