ცინცაძემ ბუდიველნიკს მოაგებინა

ცინცაძემ ბუდიველნიკს მოაგებინა

გიორგი ცინცაძემ ბოლო მეოთხედში 9 ქულა დააგროვა, რითაც თავის „ბუდეველნიკს“ გადამწყვეტი ათწუთეული მოაგებინა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია – 82:73.
 

 
ბოლო მეოთხედის წინ „მიკოლაევი“ 63:55 იგებდა. ამ მომენტისთვის ქართველ კალათბურთელს ქულა არ ჰქონდა დაგროვებული, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებასთან ერთად იგი ათამაშდა. ცინცაძემ ზედიზედ 5 ქულა მიჯრით მიითვალა და თავის გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირებინა. დარჩენილ დროში გიორგიმ კიდევ 4 ქულა მიითვალა, თანაგუნდელებიც აიყოლია და „ბუდიველნიკმა“ მეოთხედი 27:10, მატჩი კი 9 ქულის სხვაობით მოიგო.
 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულშ არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. კიეველთაგან ყველაზე შედეგიანი 22 ქულით მალკოლმ დილეინი გახდა.
 
ამ გამარჯვების შემდეგ ცინცაძის გუნდი პირველ ადგილზე აღზევდა. ოღონდ კიეველებს მდევრებთან შედარებით რამდენიმე მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ 21 დეკემბერს, შინ, „ბკ კიევთან“ ჩაატარებს.