ცინცაძემ ბუდიველნიკს სტუმრად მოაგებინა

ცინცაძემ ბუდიველნიკს სტუმრად მოაგებინა

გიორგი ცინცაძის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი უკრაინის ჩემპიონატში. კიევის „ბუდიველნიკის“ ქართველმა გამთამაშებელმა მორიგი ტურის შეხვედრაში 21 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს სტუმრად „მიკოლაევი“ დაამარცხებინა – 76:73.
 
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 21 ქულა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. ცინცაძე კიეველთაგან ბომბარდირი გახდა, მის შემდეგ ყველაზე მეტი, 14-14 ქულა, არტურ დროზდოვმა და მიხაილო ანისიმოვმა მოაგროვეს.
 
„ბიდიველნიკს“ 28 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს და უკრაინის ჩემპიონატის ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. კვირას, 24 მარტს, ცინცაძის გუნდი სტუმრად „ხიმიკს“ შეხვდება.