ცინცაძემ დნიპროსთან სეზონის მეორე შედეგი დააფიქსირა

ცინცაძემ დნიპროსთან სეზონის მეორე შედეგი დააფიქსირა

გიორგი ცინცაძემ უკრაინულ სუპერლიგაში ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „დნიპროსთან“ გასვლით მატჩში ქართველმა გამთამაშებელმა 14 ქულა ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვებაში (71:66) დაეხმარა.
 

 
მიმდინარე სეზონში ცინცაძის საუკეთესო შედეგი 22 ქულაა, რომელიც მან 2 ნოემბერს, „აზოვმაშთან“ მოაგროვა. ამ ტურში დაგროვებული 14 ქულა კი მისთვის მეორე საუკეთესო შედეგია. დნეპროპეტროვსკელებთნ მატჩში ცინცაძე სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით, 29 წუთით იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მან 7–დან 3 ოქრულიანი, 5–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 1 პასი და მატჩში უმეტესი 4 ჩაჭრა ჰქონდა.
 
კიევური გუნდის ბომბარიდი მალკოლმ დილეინი გახდა, რომელმაც 17 ქულა მოაგროვა, მეორე ამერიკელმა, ლეო ლაიონსმა პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა. „ბუდიველნიკს“ 19 მატჩში 14 გამარჯვება აქვს და რაკი უკრაინაში ცხრილი დაკარგული ქულების მიხედვით დგება, ამიტომ ცინცაძის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება. კიეველთ წინ 4–4 წაგების მქონე  „აზოვმაში“ და „ფეროა“. მომდევნო შეხვედრა კიეველები 14 დეკემბერს, ჩერკასკის „მავპისთან“ ჩაატარებენ.