ცინცაძეს და სანიკიძეს ევროპული გზა ავსტრიელებმა გადაუჭრეს

გასულ სეზონში ესტონური “ტარტუ როკი” გიორგი ცინცაძის დახმარებით ევროთასის ოთხთა ფინალში გავიდა, თუმცა ამჯერად პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. ტარტუელებმა ავსტრიული “სვანსის” ბარიერი ვერ გადალახეს. საპასუხო მატჩი კი მოიგეს 75:60, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
არადა, ამჯერად “როკის” ქომაგობის მიზეზი ქართველ გულშემატკივარს გაორმაგებული ჰქონდათ – ტარტუულ გუნდში სეზონის დასაწყისში ვიქტორ სანიკიძეც გადავიდა, რომელიც ჯერ ხუთეულში ვერ დამკვიდრდა, თუმცა სათამაშო დრო საკმარისად აქვს.

გიორგი ცინცაძე ბურთს დეტერი მეიესს ეცილება
“როკერებმა” ერთი კვირის წინ ავსტრიაში 22 ქულით წააგეს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი მაინც ჰქონდათ. ეს იმედი მაშინ უფრო გაძლიერდა, როცა საპასუხო მატჩის პირველი მეოთხედი ტარტუელებმა 16 ქულით მოიგეს. ის კი არა, მესამე ათწუთეულში ესტონური კლუბის უპირატესობამ 27 ქულას მიაღწია (60:33), მაგრამ ავსტრიელთა საუკეთესო მოთამაშე დეტერი მეიესმა ბოლო მეოთხედში 14 ქულა მიითვალა და “სვანსს” მომდევნო ეტაპის საგზური დაუბევა.
“ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ გვყავს ავსტრიის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დეტერი მაიესი” – თქნა ნამატჩევს “სვანსის” მწვრთნელმა ბობ გონენმა.
ცინცაძემ მოედანზე 33 წუთი გაატარა და 13 ქულასთან ერთად 7 პასი,მოხსნა და ამდენივე პასი მიითვალა. ვიქტორ სანიკიძეს კი 13 წუთით მოუწია თამაშმა და 5 ქულას, 2 მოხსნას და ერთ პასს დასჯერდა.