ცინცაძეს პერსონალურებმა შეუშალა

ცინცაძეს პერსონალურებმა შეუშალა

გიორგი ცინცაძის “როკმა” ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი, 23-ე გამარჯვება მოიპოვა. ტარტუელების მორიგი მსხვერპლი “ვალგა” გახდა, რომელიც “როკმა” სტუმრად 84:72 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელს მხოლოდ 9 წუთით მოუწია მოედანზე ყოფნამ და ცინცაძემ მხოლოდ 1 ქულა მიითვალა. გიორგიმ 1 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო. სამაგიეროდ, ცინცაძემ 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისი მცირე ხნით თამაში სდავარაუდოდ პერსონალურების გამო იყო განპირობებული. ქართველმა უკნახაზელმა 4 პერსონალური მიიღი და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
23 გამარჯვებითა და 2 მარცხით “როკი” ესტონეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, მეორეზე კი “კალევ-კრამოა”, რომელსაც 24 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.