ცინცაძის 12 ქულა და 7 მოხსნა გასვლით გამარჯვებაში

ცინცაძის 12 ქულა და 7 მოხსნა გასვლით გამარჯვებაში

გიორგი ცინცაძემ კიევურ „ბუდიველნიკს“ ჩერნორორიეში მოაგებინა. ქართველი უკანახაზელი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი გახდა, უკრაინულმა კლუბმა კი პოდგორიცეში „ბუდუჩნოსტი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 77:75 დაამარცხა.
 
კიეველთა წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა გამთამაშებელმა, რომელმაც „ბუდიველნიკს“ 12 ქულა, 7 პასი, 2 ჩაჭრა და 2 მოხსნა შესძინა. ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 32 წუთი გაატარა. მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ქართველ კალათბურთელს ბოლომდე ენდო და გადამწყვეტ პერიოდში შეუცვლელად ათამაშა. მეოთხე ათწუთეული კიეველებმა 22:10 მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს. ცინცაძემ 6 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 2 საჯარიმო მოაყოლა, ხოლო 2 სამქულიანი აუცდა.
 
 
 
ცინცაძემ კიეველთა შემადგენლობაში მეორე შედეგი დააფიქსირა. საუკეთესო კი არტურ დროზდოვი იყო, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ამ გამარჯვებით „ბუდიველნიკმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიბრუნა. კიეველებს 3 მოგება და 1 მარცხი აქვთ, ხოლო მეორეზე მყოფ თურქულ „ბანვითს“ 2-2 მოგებ-წაგება. მომდევნო ტურში ცინცაძის გუნდი თურქეთში „ბანვითს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 თებერვალს გაიმართება.