ცინცაძის 13 ქულა და 7 პასი ბუდიველნიკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ცინცაძის 13 ქულა და 7 პასი ბუდიველნიკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ ფინალურ სერიაში ჩამორჩა. კიეველებმა მარიუპოლში მასპინძელ „აზოვმაშთან“ 74:86 წააგო და უკრაინის საჩემპიონო სერიაში საერთო ანგარიში 1:2 გახდა.
 
კიეველებმა პირველი მეოთხედი 17:26 წააგეს და ამის შემდეგ სულ მდევრის როლში იმყოფებოდნენ. წინა მატჩის მსგავსად, კიეველებმა ბოლო მეოთხედში დეფიციტის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა მარიუპოლელებმა ამერიკელი ლინ გრირის წინამძღოლობით ლიდერობის განმტკიცება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა შეძლეს.
 

გიორგი ცინცაძე ლინ გრირს გაურბის
 
„ბუდიველნიკში“ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი უკანახაზელი გახლდათ. ცინცაძემ 13 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგრო, 2 სამიანი კი ააცილა. ცინცაძეს კიეველთა შორის მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტში. საუკეთესო კი ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა, რომელმაც 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
 
ფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი კვლავ მარიუპოლში, 22 მაისს გაიმართება.