ცინცაძის 13 ქულა ერთ მეოთხედში

ცინცაძის 13 ქულა ერთ მეოთხედში

ჩვენი საიტის რუბრიკის გუშინდელი სტუმარი გიორგი ცინცაძე ესტონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამოირჩა: მართალია, მან მხოლოდ 10 წუთს ითამაშა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ქართველ უკანახაზელს 13 ქულა მოეგროვებინა. ცინცაძე მეტ ხანს იმიტომ არ ათამაშეს, რომ მეტოქე იყო ძალიან სუსტი და გუნდის ლიდერების გადაღლა „როკის“ ხელმძღვანელებისგან გამართლებული ნაბიჯი არ იქნებოდა. ამიტომაც, გიორგიმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის და სხვა წამყვანი მოთამაშეების გარეშე კი ტარტუელებმა ესტონური ლიგის ერთ–ერთი აუტსაიდერი „ვორუ“ 116:43 დაამარცხეს.
 
ცინცაძემ 3-ვე სამქულიანი და 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 13 ქულას 1 შედეგიანი გადაცემაც წაამატა. ტარტუელთა შორის 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადააბიჯა, საუკეთესო რაინე ვეიდემანმა კი 18 ქულა მოაგროვა.
21 მოგებითა და 2 მარცხით “როკი” ჩემპიონატის ლიდერად რჩება, მორიგ შეხვედრას კი ტარტუელები 16 თებერვალს “ტტუ/კალევი II”-ის წინააღმდეგ ჩაატარებენ.