ცინცაძის 7 პასი დნეპროპეტროვსკში

ცინცაძის 7 პასი დნეპროპეტროვსკში

გიორგი ცინცაძის 7 პასი უკრაინის ჩემპიონატის მორიგ ტურში. ქართველი უკანახაზელის „ბუდიველნიკმა“ მორიგი მატჩი დნეპროპეტროვსკში „აზოტთან“ მოიგო. კიეველებმა შეხვედრა 82:73 მოიგეს.
 
დნეპროპეტროვსკელები კი გაძალიანდნენ, მაგრამ ცინცაძის გუნდმა დაგეგმილ გამარჯვებას მაინც მიაღწია. ქართველი გამთამაშებელი მატჩის მთავარი მეპასე გახდა. საქართველოს ნაკრების წევრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რის განმავლობაშც 5 ქულა და მატჩშ უმეტესი 7 პასი მიითვალა. ცინცაძემ 2–დან 1 სამქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი წარმატებით ესროლა ორქულიანი დისტანციიდანაც. კიეველთა ბომბარდირი ლეო ლაიანსი გახდა 18 ქულით.
 
18 ტურის შემდეგ კიეველებს 13 გამარჯვება აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ 9 დეკემბერს კვლავ დნეპროპეტროვსკში, ამჯერად „დნიპროსთან“ გამართავს.