ცინცაძის 7 ქულა და 5 მოხსნა თუქრულ მარცხში

ცინცაძის 7 ქულა და 5 მოხსნა თუქრულ მარცხში

გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ცინცაძის გუნდი ვადაზე ადრე ინაღდებდა ევროთასის პლეი ოფის საგზურს, მაგრამ თურქეთში „ბანვითთან“ 85:94 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლა გადაედო.
 
„ბუდიველნიკი“ თავიდანვე რომ ჩამორჩა, შემდეგ სულ მდევრის როლში იყო. კიეველებმა ვერა და ვერ მოახერხეს თამაშის სათავისოდ შემობრუნება და საბოლოოდ 85:94 დამარცხდნენ. ქართვლმა უკანახაზელმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. საერთო სარგებლიანობით გიორგი მხოლოდ 2 თანაგრუნდელს – ლეო ლაიონსს და არტურ დროზდოვს ჩამორჩა. პირველმა 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დროზდოვის ანგარიშზე 14 ქულა იყო.
 
ჯგუფის მეორე მატჩში აუტსაიდერმა „ტრიუმფმა“ „ბუდუჩნოსტს“ მოუგო, რის შემდეგაც ცხდი გახდა, რომ ყველაფერი 20 თებერვალს, ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. ამ დღეს „ბუდიველნიკი“ რუსულ „ტრიუმფს“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს.