ცინცაძის 7 ქულა და 5 პასი გოვერლას განადგურებაში

ცინცაძის 7 ქულა და 5 პასი გოვერლას განადგურებაში

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ უკრაინის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 2:0 დაწინაურდა. კიეველებმა სერიის პირველი მატჩის მხოლოდ 3 ქულით მოგების შემდეგ იოლად იმარჯვეს. „ბუდიველნიკმა“ ‘გოვერლას’ ამჯერად შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 96:59 გაანადგურა.
 
ცინცაძემ მოედანზე 20,51 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო, ჯამსი 7 ქულა დააგროვა და ამას 5 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.
 
კიეველთაგან 16-16ქულით საუკეთესონი ლეო ლაიონსი და დარიუშ სალენგა გახდნენ. მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 15 აპრილს, ივანო-ფრანკოვსკში გაიმართება. ნახევავარფინალში ის გუნდი განა, რომელიც 4 გამარჯვება მოიპოვებს.