ცინცაძის 8 ქულა და დამარცხებული გოვერლა

ცინცაძის 8 ქულა და დამარცხებული გოვერლა

გიორგი ცინცაძის გუნდი შეუჩერებელია. „ბუდიველნიკმა“ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კიეველებმა “გოვერლას“ უმასპინძლეს და ანგარიშით 92:79 დაამარცხეს.
 
ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი – 20 წუთი გაატარა. ცინცაძემ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. გიორგიმ 8 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. კიეველთა შორის 28 ქულით საუკეთესო ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა.
 
29 ტურის შემდეგ „ბუდიველნიკი“ 22 მოგებით პირველ ადგილზეა, თუმცა კიეველებს კუდზე აზის მარიუპოლის „აზოვმაში“. მომდევნო მატჩს  ცინცაძის გუნდი 17 თებერვალს, სტუმრად, „ფეროსთან“ გამართავს.