ცინცაძის ბუდიველნიკი ნახევარფინალში 3:0 დაწინაურდა

ცინცაძის ბუდიველნიკი ნახევარფინალში 3:0 დაწინაურდა

გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. 1 გამარჯვებაც და კიევის „ბუდიველნიკი“ საჩემპიონო სერიაში შეაბიჯებს. დედაქალაქელებმა ნახევარფინალური სერიის მორიგი მატჩშიც დაამარცხეს „გალიჩინა“ და საერთო ანგარიშით – 3:0 დაწინაურდნენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ლვოვში გაიმართა, კიეველებმა საბოლოოდ მაინც იოლად იმარჯვეს.  მასპინძლები ბოლო მეოთხედამდე ტოლ-სწორად ებრძოლებოდნენ სტუმრებს, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში ცინცაძის გუნდმა იძალა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობვით – 80:65 გაიმარჯვა. ცინცაძემ 17,51 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი ჩააგდო.
 
სერიის მე-4 შეხვედრაც ლვოვში, 3 მაისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, „ბუდიველნიკი“ ფინალში გავა.