ცინცაძის ბუდიველნიკის იოლი გამარჯვება უკრაინაში

ცინცაძის ბუდიველნიკის იოლი გამარჯვება უკრაინაში

გიორგი ცინცაძის გუნდი უკრაინის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს. ქართველი უკანახაზელის „ბუდიველნიკმა“ ამჯერად ჩერკასკის „მავპი“ დაამარცხა. მატჩი კიევში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 90:75 დამთავრდა,
 
ქართველმა უკანახაზელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 29,55 წუთი გაატარა. ცინცაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 ჩააგდო და საბოლოოდ 7 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. კიეველებს 23 ქულით ლეო ლაინანსმა ულიდერა და „ბუდიველნიკს“ გამარჯვების მოპოვებაში შეეშველა.
 
კიეველებს 32 მატჩში 25 მოგება აქვთ და პირველ ადგილზე მყარად არიან. მეორეზე მყოფ „აზოვმაშს“ 31 შეხვედრიდან მხოლოდ 21 გამარჯვება გააჩნია. მომდევნო ტურში, 1 მარტს,  კიეველები „ოდესას“ უმასპინძლებენ.