ცინცაძის “ბუდიველნიკმა” ევროთასის პლეი ოფი მარცხით დაიწყო

ცინცაძის “ბუდიველნიკმა” ევროთასის პლეი ოფი მარცხით დაიწყო

ევროთასის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მარცხი განიცადა გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“. კიევური გუნდი სანკტ-პეტერბურგში „სპარტაკს“ შეხვდა და 72:83 წააგო.
 
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21,14 წუთი დაჰყო. გიორგიმ სანკტპეტერბურგელთა ფარს საშუალო მანძილიდან 2-ჯერ უზუსტოდ შეუტია. სამაგიეროდ, ცინცაძემ კიეველთაგან ყველაზე მეტი – 4 პასი მოაგროვა. გარდა ამისა, ქართველ უკანახაზელს 3 მოხსნა დაუგროვდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. სტუმრართა შორის 21 ქულით საუკეთესო ამერიკელი ლეო ლაიონსი გახდა, თუმცა ამით კიეველებმა ვერ იხეირეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ.
 
სერია 2 მოგებამდეა და მომდევნო შეხვედრა 13 მარტს კიევში გაიმართება.