ცინცაძის ბუდიველნიკმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

ცინცაძის ბუდიველნიკმა მოედნის უპირატესობა დაიბრუნა

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ ფინალური სერიის გათანაბრება და შესაბამისად, მოედნის უპირატესობის დაბრუნება მოახერხა. კიევური გუნდი მარიუპოლში „აზოვმაშს“ შეხვდა და 80:63 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ სერიაში ანგარიში გახდა 2:2, ჩემპიონი კი 4 გამარჯვების შედეგად გამოვლინდება.
 
სერიის მე-4 მატჩი კიეველთა უპირატესობით დაიწყო და ისე გაილია მთელი შეხვედრა, მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება ვერ მოახერხეს. გიორგი ცინცაძე კიეველთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 34 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიან კი ააცილა.
 

 
12 ქულსთან ერთად ცინცაძემ პირად ანგარიშზე 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. საუკეთესო მოთამაშე მიხაილო ანისიმოვი გახდა, რომელმაც 23 წუთში 16 ქულა მიითვალა. ფინალური სერიის მომდევნო მატჩი კიევში, 26 მაისს გაიმართება.