ცინცაძის ბუდიველნიკმა პულენის ჰაპოელი ევროჯგუფში ჩატოვა

ცინცაძის ბუდიველნიკმა პულენის ჰაპოელი ევროჯგუფში ჩატოვა

ევროთასის პრესტიჟული გათამაშების პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“, რომელმაც ბოლო ტურში ლიტვაში იმარჯვა. გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმაც“, მაგრამ ეს ჯგუფიდან გასვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
 
ცინცაძის „ბუდიველნიკმა“ ლიტვაში „პრიენაი“ 84:73 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კიეველებმა 6-დან 4 თამაში მოიგეს. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ცინცაძემ 26 წუთი ითამაშა პირად ანგარიშზე 7 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა,თუმცა ბურთი 6-ჯერ დაკარგა. გიორგიმ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი დისტანციიდან კი 4-დან 1 სროლა მოათავსა.
 
 
 
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდმაც გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩეხური „ნიმბრუკის“ მხოლოდ 8-ქულიანი ძლევა (82:74) საკმარისი არ აღმოჩნდა. „ჰაპოელმა“ და „ნიმბრუკმა“ საბოლოოდ 3-3 მოგებ-წაგება დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ჯგუფიდან სლავური გუნდი გავიდა. საქმე ისაა, რომ „ნიმბრუკმა“ „ჰაპოელი“ იერუსალიმში 17 ქულით დაამარცხა და ბოლო ტურში ებრაელებთან სწორედ ამხელა ჰანდიკაპი ჰქონდა.
 
ჯეიკობ პულენმა სასტარტო ხუთეულში, თუმც მხოლოდ 16 წუთი ითამაშა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა და საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა. ამის გარდა პულენს 4 პასი და 1 მოხსნა ჰქონდა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
 
მაშ ასე, გიორგი ცინცაძე აგრძელებს ევროთასზე ასპარეზობას. მეორე ჯგუფურ ეტაპზე „ბუდიველნიკის“ მეტოქეები რუსული „ტრიუმფი“, თურქული „ბანვითი“ და ჩერნიგორიული „ბუდუჩნოსტი“ იქნებიან. გუნდები ისევ ორ წრედ ითამაშებენ და ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი მეოთხედფინალში გავა.
 
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა ბექა ბურჯანაძის კახასოლიც, რომელმაც ბელგრადში „ცრვენა ზვეზდა“ 76:70 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. სევილიური გუნდის მეტოქეები იქნებიან სანკტ-პეტერბურგის „სპარტაკი“, ყუბანის „ლოკომოტივი“ და პოლონური „ჟელონა“.

 
ბუდიველნიკი

4

2

469

441

28
ნიმბრუკი

3

3

469

451

18
ჰაპოელი

3

3

473

475

-2
პრიენაი

2

4

444

488

-44