ცინცაძის ბუდიველნიკმა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

ცინცაძის ბუდიველნიკმა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა

გიორგი ცინცაძის გუნდმა „ხიმკი“ დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიევის „ბუდიველნიკმა“ 26 მატჩი ჩაატარა და 19 მოგება დააგროვა. მოგვიანებით დასრულდა კიეველთა კონკურენტის მატჩი, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ცინცაძის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. “ფერო”, რომელსაც “ბუდიველნიკი” ორივეჯერ დამარცხებული ჰყავს, დღეს “დნიპროსთან” დამარცხდნენ და პირველობის შანსი დაკარგეს.
 
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში კიეველებმა „ხიმიკი“ დაამარცხეს. „ბუდიველნიკმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველი მეოთხედის 20:7 მოგების შემდეგ დედაქალაქელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ 89:67 იმარჯვეს. ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე 11 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაგროვდა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო.