ცინცაძის ბუდიველნიკმა თანაქალაქელს მოუგო

ცინცაძის ბუდიველნიკმა თანაქალაქელს მოუგო

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკი“ უკრაინის სუპერლიგის ცხრილის სათავეში პოზიციას იმყარებს. მორიგ ტურში ქართველი უკანახაზელის „ბუდიველნიკმა“ თანაქალაქელ „ბკ კიევს” მისსავე არენაზე მოუგო და სეზონში მე-17 გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 88:69.
 

 
მატჩი დაძაბული არ ყოფილა, ცინცაძის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ მიუშვა. ქართველი გამთამაშებელი კიეველთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:53 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა თამაშის განმავლობაში ერთადერთი ტყორცნა ააცილა.
 
„ბუდიველნიკს“ 22 მატჩიდან 17 გამარჯვება აქვს და უკრაინული სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 28 დეკემბერს, დონეცკში ადგილობრივ გუნდთან გამართავს.