ცინცაძის დებიუტი “ბუდეველნიკში”

ცინცაძის დებიუტი “ბუდეველნიკში”

კიევის „ბუდეველნიკში“ დებიუტი ჰქონდა გიორგი ცინცაძეს. საქართელოს ნაკრების უკანახაზელმა უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა. „ბუდეველნიკმა“ „ბკ კიევს“ უმასპინძლეს და ანგარიშით იმარჯვეს.
 
ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა. ცინცაძეს ადრიანად დაუგროვდა  4 პერსონალური და ნიედანი მალევე დატოვა. გიორგიმ თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

 
 “ბუდიველნიკში” საუკეთესო 25 ქულის მომგროვებელი ამერიკელი ლეგიონერი მალკოლმ დელეინი გახდა, 10-ქულიან ზღვარს კი ლიტველი ანისიმოვასი (15 ქულა, 6 მოხსნა) და კიდევ ერთი ამერიკელი ლაიონსი (14 ქულა, 7 მოხსნა) გადასცდნენ.
 “ბუდიველნიკი” მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს სტუმრად, “ოდესასთან” ჩაატარებს.