ცინცაძის გუნდი ბალტიის ლიგას სათავეში მოექცა

ცინცაძის გუნდი ბალტიის ლიგას სათავეში მოექცა

გიორგი ცინცაძის “როკმა” ბალტიის ლიგის ლიდერობა მოიპოვა. ტარტუელები ლიტვაში “რუდუპის” ეთამაშნენ და 81:76 იმარჯვეს.ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 11:29 წუთში კი 4 ქულა და 1 პასი მოაგროვა.ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 2 ჯარიმა ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა და პრიენაიელებმაც მის წინააღმდეგ ერთხელ იუხეშეს.“როკის” გამარჯვებამ ოთხი კალათბურთელის მხრებზე გადაიარა. ვეიდემანმა 19 ქულა ჩააგდო, სოკმა – 18, ტალტსმა – 12, ეზიუკვუმ კი 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.ტარტუელებს მომდევნო მატჩი კვლავ ლიტვაში აქვთ. ცინცაძის გუნდი დღეს  ვილნიუსში “პერლასს” ეთამაშებია, რომელსაც 4 მატჩიდან ერთადერთი მოგება აქვს. თავად “როკს” 4 გამარჯვება აქვს 2 მარცხის წილ.