ცინცაძის გუნდმა ნახევარფინალური სერია 4:0 მოიგო

ცინცაძის გუნდმა ნახევარფინალური სერია 4:0 მოიგო

გიორგი ცინცაძე უკრაინის ჩემპიონატის ფინალშია. კიევის „ბუდიველნიკმა“ ლვოვში „გალიჩინას“ სერიის მე-4 მატჩიც მოუგო და მთლიანობაში მშრალი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვა.
 
კიეველებმა პირველი მეოთხედი 19:13 მოიგეს და უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. მასპინძლები ბევრს ეცადნენ, სერია მშრალად არ წაეგოთ, მაგრამ კიეველებმა არ დათმეს და ბოლო მეოთხედში საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს – 69:65.
 

 
ცინცაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 28,20 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მთლიანობაში 11 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (12) ცინცაძე კიეველთაგან მხოლოდ მალკოლმ დილეინის (17) ჩამორჩა, რომელმაც 37 წუთში 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
 
კიეველთა საფინალო მეტოქე ჯერ არ გამოვლენილა. „აზოვმაში“ ნახევარფინალურ სერიაში 3:0 უგებს „ფეროს“ და სავარაუდოდ „ბუდიველნიკს“ საჩემპიონო სერიაში სწორედ მარიუპოლური გუნდი დაუპირისპირდება.