ცინცაძის ორმაგი დუბლი და ქართველების გასვლითი გამარჯვება ყატარში

ცინცაძის ორმაგი დუბლი და ქართველების გასვლითი გამარჯვება ყატარში

დაძაბულ, გავლით მატჩში გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” “ალ ხორი” 80:78 დაამარცხა და ყატარის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდეს ქართველებმა, განსაკუთრებით კი – გიორგი ცინცაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. მისმა მონაგარმ 18 ქულა, 10 პასი, 3 მოხსნა და 2 პასი შეადგინა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 5-დან 4 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, მხოლოდ ერთხელ შეცდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ყატარელ მოჰამედ ჰარატს (34) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.

რაც შეეხება ბერიშვილს, მან მოედანზე 37 წუთი გაატარა და გუნდს 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მიშამ 9-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთხელ დაირღვა, მოედანი კი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა.

“ალ შამალი” ყატარის პირველობას “ალ სადთან” მხარდამხარ ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, შინ, აშკარა აუტსაიდერ “ალ რაიანთან” გამართავს.