ცინცაძის ორმაგი დუბლი და ქართველების ჯამური 31 ქულა ყატარის ჩემპიონატის მატჩში

ცინცაძის ორმაგი დუბლი და ქართველების ჯამური 31 ქულა ყატარის ჩემპიონატის მატჩში

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქართველებმა კი ტრადიციულად შედეგიანდ ითამაშეს.

დავიწყოთ ცინცაძით, რომელმაც ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ქართველების ჯამურმა რმა 31 ქულა შეადგინა. “ალ შამალის” მეტოქე “ალ რაიანი” გახლდათ, რომელსაც ქართველების გუნდმა 86:74 სძლია. ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 10 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგიმ 7-დან 5 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ მოჰამედ ჰარატის (43) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 27 ქულას 18 მოხსნა წაამატა.

ბერიშვილმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მიშამ 4-ვე ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 1 შეცდომა დაუშვა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ალ შამალს” 9 ტურში 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.