ცინცაძის პირადსარეკორდო 11 პასი ბუდიველნიკს დნეპროპეტროვსკში არ ეყო

ცინცაძის პირადსარეკორდო 11 პასი ბუდიველნიკს დნეპროპეტროვსკში არ ეყო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ უკრაინულ კარიერაში პირადი რეკორდი დაამყარა. რაც კიევის „ბუდიველნიკში“ თამაშობს,  პასების მხრივ მისი საუკეთესო შედეგი 8 შედეგიანი გადაცემა იყო, რომელიც 2 ოქტომბერს მან „აზოვმაშთან“ მატჩში მიითვალა. უკრაინის გასული ტურის მატჩში კი ცინცაძემ 11 პასი მოაგროვა, თუმცა თავისი გუნდი გამარჯვებისგან ვერ იხსნა. „ბუდიველნიკი“ სტუმრად „დნიპროსთან“ 74:81 დამარცხდა.
 

 
ქართველმა გამთამაშებელმა თავისი უშუალო მოვალეობა მშვენივრად შეასრულა. ცინცაძემ შეტევების ორგანიზებას, ბურთის გათამაშებას კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეს წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ცინცაძემ 11 მოხსნასთან ერთად 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4 ორქულიანიდან 1, ხოლო 2 საჯარიმოდანაც 1 ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი კი ააცილა. კიეველთაგან 17 ქულით ბომბარდირი ლეო ლაიონსი გახდა, ხოლო 16 ქულა მიხაილო ანისიმოვმა მოაგროვა.
 
მარცხის მიუხედავად, „ბუდიველნიკი“ პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს. კიეველებს 27 მოგება და 9 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას ცინცაძის გუნდი 22 მარტს, „მიკოლაევთან“ გამართავს.