ცინცაძის “როკს” ესტონეთში წაგების გემო გაახსენეს

ცინცაძის “როკს” ესტონეთში წაგების გემო გაახსენეს

ესტონეთის ჩემპიონატში მე–3 მარცხი იწვნია გიორგი ცინცაძის „როკმა“, რითაც პოტენციური ლიდერობა დაკარგა. ახლა ყველაზე ცოტა – 3 მარცხი „როკთან“ ერთად „კალევ–კრამოს“ აქვს, რომელსაც ტარტუელებზე 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და შესაბამისად, ცხრილში პირველ ადგილზეა.
 
„როკმა“ შეხვედრა ესტონეთის ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავირიტ „კალევთან“ წააგო. ტარტუელებმა შინ, დაძაბულსა და დრამატულ ბრძოლაში ერთი ქულით – 71:72 დათმეს შეხვედრა. ცინცაძე ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა „როკს“ 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ცინცაძემ 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.
 
“როკი” ესტონეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 12 მარტს, “პარნუსთან” სტუმრად ჩაატარებს.