ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალი” პლეი ოფში დაწინაურდა

ცინცაძისა და ბერიშვილის “ალ შამალი” პლეი ოფში დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საკუთარ კლუბში დაბრუნებული გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი პლეი ოფის მატჩებში ჩაებნენ. ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა ქართველების “ალ შამალმა” შინ ჩაატარა და 85:76 მოიგო. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს.

ცინცაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა საქმეში 38 წუთი ითამაშა და მასპინძლებს 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი შესძინა. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

“ალ შამალი” ნახევარფინალის მე-2 მატჩს, სტუმრად, 2 მარტს ჩაატარებს.