ცინცაძისა და პულენის გუნდებმა ევროთასის გათამაშება წაგებით დაიწყეს

ცინცაძისა და პულენის გუნდებმა ევროთასის გათამაშება წაგებით დაიწყეს

32 გუნდი ჩაება ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირში. ევროთასის გათამაშებაში ქართველი ლეგიონერებიდან გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე ითამაშებენ. ტურნირში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი.
თავის გუნდში საუკეთესო იყო, მაგრამ მხოლოდ გიორგი ცინცაძის კარგი თამაში „ბუდიველნიკის“ გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კიევური გუნდის ქართველმა გამთამაშებელმა ჩეხეთში, „ნიმბრუკის“ წინააღმდეგ 25 წუთში 14 ქულა მოაგროვა და იყო ერთადერთი, რომელმაც „ბუდიველნიკში“ 10–ქულიანი ზღვარი დაძლია, მაგრამ მისი გუნდი მაინც უშანსოდ დამარცხდა. „ნიმბრუკმა“ საწყისი 3 მეოთხედი დამაჯერებლად მოუგო კიეველებს და საბოლოოდ გამარჯვებაც ხელიდან არ გაუშვა – 91:78.
ცინცაძემ ხუთეულში ითამაშა და როგორც ვთქვით, 14 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 7–დან 3 ოქრულიანი, 2–დან 1 სამიანი და 8–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე იყო 3 მოხსნა და 2 პასიც, ცინცაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა. ამ მხრივ მასზე მეტი მაჩვენებელი (15) კიველთაგან ვიქტორ გერასიმჩუკს ჰქონდა.

მომდევნო მატჩს „ბუდიველნიკი“ 14 ნოემბერს კიევში, ლიტვურ „პრიენაისთან“ გამართავს, რომელმაც პირველ ტურში შინ ჯეიკობ პულენის „ჰაპოელი“ დაამარცხა. დიახ, ცინცაძისა და პულენის“ გუნდები A ჯგუფი ერთად არიან და ორივემ ტურნირი მარცხით დაიწყო.
იერუსალიმურმა გუნდმა კაუნასში „პრიენაისთან“ 72:85 წააგო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ამ შეხვედრაში 32:33 წუთი ითამაშა და თავი 13 ქულას, 2 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. პულენმა 7–დან 3 ორქულიანი, 5–დან 2 სამიანი და 4–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. იერუსალიმელთა ბომბარდირი კი 15 ქულით გრეიგ სმიტი გახდა. კაუნასელებს 26 ქულით ლიტველმა გედიმინას ორელიკმა ულიდერა.
მომდევნო შეხვედრა იერულასიმელებს 14 ნოემბერს, შინ, ჩეხურ „ნიმბრუკთან“ ელით.