ცინცაძისა და პულენის მარცხიანი ტური

ცინცაძისა და პულენის მარცხიანი ტური

გიორგი ცინცაძის „ბუდიველნიკმა“, რომელსაც უკრაინაში რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება გარანტირებული აქვს, მარცხი განიცადა. დედაქალაქელები იუჟნიში „ხიმიკს“ შეხვდნენ და დამატებით დროში, 88:93 წააგეს.
 
მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 77:77 დასრულდა, ხოლო დამატებით ხუთწუთეულში მასპინძლებმა გამარჯვება მოახერხეს. ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27,23 წუთი გაატარა. ცინცაძემ 2 ორქულიანი ააცილა, 7-დან 3 სამიანი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ორივე ტყორცნა გამოიყენა. გიორგიმ საბოლოოდ 11 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.
 
მომდევნო მატჩს კიეველები 2 აპრილს, დონეცკში ამავე სახელწოდების გუნდთან ჩაატარებენ.
 

 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა წევრმა, ჯეიკობ პულენმა იტალიურ „ოკნოპლასტში“ მეორე მატჩი ჩაატარა. ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ პულენმა შედარებით მოკრძალებულად ითამაშა. ბოლონიური კლუბი რომში „ვირტუსს“ შეხვდა და 70:90 წააგო.
 
პულენმა 27 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჯეიკობმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდი, 4 სამიანი კი ააცილა. ბოლონიელთაგან 14 ქულით ბომბარდირი კენი ჰენსბრუკი გახდა.
 
8 მოგებითა და 15 მარცხით „ოკნოპლასტი“ სერია „ა“-ში მე-14 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ბოლონიელები 30 მარტს, სტუმრად, „სკავოლინისთან“ გამართავენ.