ცქიტიშვილი მაჰრამელებს საერთაშორისო ასპარეზზეც ლიდერობს: 29 ქულა, 14 მოხსნა

ნიკა ცქიტიშვილის „მაჰრამი“, რომელსაც ირანის ჩემპიონატში ტოლი არ ჰყავს, საერთაშორისო სარბიელზეც წარმატებით ასპარეზობს. მაჰრამელებმა გასულ კვირაში დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასზე იასპარეზეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
 
აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირში ირანის, ლიბანის, სირიის, იორდანიის, ერაყისა და პალესტინის გუნდები ასპარეზობენ. დასავლეთ აზიის ქვეყნების საკლუბო ტურნირი 1998 წლიდან იმართება და იგი „მაჰრამს“ ორჯერ – 2009 და 2010 წლებში მოუგია, ხოლო გასული წლის გათამაშებაში მესამე ადგილს დასჯერდა.
 
თავდაპირველად მონაწილეები ჯგუფებში გადანაწილდნენ. ცქიტიშვილის გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც ოთხივე შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამ შეხვედრებში მაჰრამელებს ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიდერობდა, რომელმაც ერთ–ერთ შეხვედრაში, რომელშიც ირანულმა გუნდმა ერაყულო „დუჰოკი“ დაამარცხა, 29 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. შეხვედრა მაჰრამელებმა 88:85 მოიგეს.
 
იორდანულ ეი–სი–იუსთან 87:57 მოგებულ შეხვედრაში „მაჰრამის“ ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა მოაგროვა და თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. ყველაზე რთული ბრძოლა მაჰრამელებს ლიბანურ „ჩემპვილთან“ გადახდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 67:64 დაამარცხა. ლიბანელებთან მატჩშიცქიტიშვილმა 13 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
 
„მაჰრამმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გავიდა. მეოთხედფინალში ცქიტიშვილის გუნდის მეტოქე იორდანიული „არამექსი“ იქნება.