ცქიტიშვილი მოედანს 11 მოხსნით და 7 ქულით დაუბრუნდა

ცქიტიშვილი მოედანს 11 მოხსნით და 7 ქულით დაუბრუნდა

ნიკა ცქიტიშვილის „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ ქართველი ფორვარდი მოედანს დაუბრუნდა. ფეხის მცირე ტრავმის გამო ჩემპვილელთა მწვრთნელმა ცქიტიშვილი წინა მატჩში დაასვენა, დღეს კი „ბიბლოსთან“ 35 წუთით დატვირთა.
 
ნიკამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 7 ქულას ცქიტიშვილმა 11 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. „ჩემპვილის“ საუკეთესო მოთამაშე ფადი ხატიბი გახდა 34 ქულითა და 15 მოხსნით. მატჩი ცქიტიშვილის გნდის გამარჯვებით – 87:66 დამთავრდა.
 
17 მოგებითა და 9 მარცხით „ჩემპვილი“ ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.