ცქიტიშვილის 18 ქულა და 20 მოხსნა ნახევარფინალში

ცქიტიშვილის 18 ქულა და 20 მოხსნა ნახევარფინალში

ნიკა ცქიტიშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ირანულმა „მაჰრამმა“ დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თანამემამულე „ზობ აჰანი“ 100:86 დაამარცხა და ფინალში გასვლაზე განაცხადი გააკეთა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 18 ქულასთან ერთად 20 მოხსნა, 4 დაფარება  და თითო ჩაჭრა–პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა ფარს არავინ გააკარა და თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.
 
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყოო და როგორც უკვე ვთქვით, შეუცვლელად ითამაშა. “სკიტას” უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ 8 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია და თანაგუნდელთაგან, იგი მხოლოდ სამად ბაჰრამის (32) ჩამორჩა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
 
საპასუხო მატჩი „ზობ აჰანის“ მოედანზე 12 მარტს გაიმართება. თუნი „მაჰრამი“ იმარჯვებს, ფინალში გავა, არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი უკვე მაჰრამელთა მოედანზე დაინიშნება. მეორე ნახევაფინალურ წყვილში  ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ლიბანურმა „ალ რიადიმ“ თანამემამულე „ჩემპვილს“ დაძაბულ ბრძოლაში 104:100 მოუგო.