ცქიტიშვილის 21 მოხსნა, ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლიბანში

ცქიტიშვილის 21 მოხსნა, ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლიბანში

რაც ლიბანში თამაშობს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს არაერთი შთამბეჭდავი შედეგი დაუფიქსირებია, თუმც ამჯერად პირადი რეკორდი მიითვალა. ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელშიც „ჩემპვილმა“ „მუტაჰედს“ უმასპინძლა და 76:67 მოუგო, ცქიტიშვილმა 21 ქულა მოიხვეჭა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
 
ცქიტიშვილმა შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და 21 მოხსნასთან ერთად 12 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ჩემპვილელთა შემადგენლობაში 33 ქულით ბომბარდირი ფადი ხატაბი გახდა.
 
მომდევნო მატჩს „ჩემპვილი“ დღეს, 17 მარტს, სტუმრად „ალ რიადთან“ გამართავს.